Kutaisi-Chiatura - ქუთაისი-ჭიათურა
near Kutaisi, Imereti (Georgia)
Viewed 1038 times, downloaded 4 times
Trail photos
Itinerary description
მარშრუტი მოიცავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ძირითად ტურისტულ ატრაქციებს: კაცხის სვეტი, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის და ფოტოგრაფიის მუზეუმი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, ჭიათურის ბაგირგზები, მღვიმევის დედათა მონასტერი.
მარშრუტი იწყება ქუთაისის ცენტრიდან. მისი გავლა შესაძლებელია მსუბუქი მანქანით. მარშრუტზე არსებული ყველა ადგილის მოვლა შესაძლებელია ერთ დღეში.
შენიშვნა: მუზეუმები არ მუშაობს ორშაბათობით.
/
The route includes the main tourist attractions of Chiatura Municipality: Katskhi Column, Katskhi Cathedral of the mother of the saviour, Chiatura Museum of Local Lore and Photography, Chiatura Akaki Tsereteli State Theater, Chiatura cable cars, Mgvimevi nunnery.
The route starts from the center of Kutaisi. It can be covered by car. All the attractions along the route can be visited in one day.
Note: Museums are not open on Mondays.
Waypoints
კოლხური ფანტანი - Colchis Fountain
ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა - შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება, ასევე შადრევნის მთავარი ფიგურა ქალის სასაფეთქლეები _ ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. სასაფეთქლეების ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია. / In the middle of the city, on its main square stands an interesting fountain. It is decorated with enlarged models of archaeological artefacts found on the whole territory of Georgia. For example, the famous bronze sculpture “Tamada”, which dates back to the 7th century BC. In the Georgian language, “Tamada” means a leader of the “supra” feast table who proposes toasts. The main figure of the fountain represents a woman’s temple jewellery _ magnificent model of antic time goldsmithery.
კაცხის სვეტი ხედი გზიდან - Katskhi pillar view from the road
კაცხის სვეტი ხედი გზიდან - Katskhi pillar view from the road
კაცხის სვეტი - Katskhi Pillar
For English scroll down კაცხის სვეტი წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტს. მისი აღმოჩენა მოხდა 1944 წელს, როდესაც სვეტზე ავიდა პირველი ექსპედიაცია. მკვლევარებმა სვეტის თავზე აღმოაჩინეს V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. გადმოცემის მიხედვით კაცხის სვეტზე თავდაპირველი ეკლესიები ააგეს შუა აღმოსავლეთში მოღვაწე ბერებმა. ამჟამად კაცხის სვეტზე აგებულია ეკლესია, სადაც მოღვაწეობს განდეგილი ბერი. კაცხის სვეტზე ასვლა ვიზიტორებისთვის არაა ნებადართული. / Katskhi Pillar – it is a 40 m high natural limestone column. It is believed to have been climbed for the first time during expedition in 1944. The researchers found, to their surprise, ruins of small medieval (5th-6th century) churches and other archaeological structures. It is believed that they were built by hermit monks from the Middle East. The churches have been recently reconstructed and inhabited by eremites. Even though visitors are not allowed to climb the pillar, a visit there remains truly unforgettable spiritual experience.
კლდეზე ცოცვა - Rock Climbing
For English scroll down კაცხის სვეტთან ახლოს მდებარეობს ბუნებრივი საცოცი კედელი. ადგილობრივი ინსტრუქტორებს დახმარებით კლდეზე ცოცვა შეუძლია, როგორც დამწყებებ ასევე გამოცდილ მეკლდეურებს. / Near the Katskhi pillar there is a natural climbing cliff. With the help of local instructors, both beginners and experienced climbers can climb it.
კაცხის ტაძარი - Katskhi Temple
For English scroll down კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია. / Katskhi temple was built at the beginning of the XI century. The building is surrounded by a pentagonal fence. Katskhi Temple is one of the most distinctive and original monuments of Georgian architecture. An architectural monument of similar forms is not found anywhere else. There are bas-reliefs (mostly images of a lion) above all the entrances to the church. All the bas-reliefs of the temple have Asomtavruli inscriptions. Most of the inscriptions are engraved.
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - Tourist Information Center
For English scroll down აქ შესაძლებელია გაიგოთ მეტი ინფორმაცია ჭიათურის ღირსშესანიშნაობების შესახებ. / Here on can find out more information about the tourist sights of Chiatura.
მუზეუმი - Museum
For English scroll down მუზეუმში ინახება არქეოლოგიური (ძვ. წ. მე-3 ათასწლეულიდან), ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები. მოწყობილია მანგანუმის მრეწველობის განვითარების კუთხე წარმოების დაწყების დღიდან დღემდე. აქვე განთავსებულია ფოტოგრაფიის მუზეუმი. / The museum holds archeological (from the 3rd millennium BC), numismatic and ethnographic materials; Paintings of local artists and photographs. Exposition of the manganese industry from the start of production to the present day. The Museum of Photography is also located here.
საბაგირო - Ropeways
For English scroll down ჭიათურაში საბაგირო გზები 1954 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს. საბაგიროები ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის როლს ასრულებს. ისინი ძალზე პოპულარულობით სარგებლობს ჭიათურის სტუმრებსა და ტურისტები შორის. / The ropeways in Chiatura were opened in 1954 and have been operating since then. They are the means of transportation for locals.The ropeways are very popular among Chiatura visitors and tourists.
მონასტრის შესასვლელი - Entrance to the Monastery
მონასტრის შესასვლელი - Entrance to the Monastery
მღვიმევის მონასტერი - Mgvimevi Monastery
For English scroll down XIII საუკუკნეში დაარსებული მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. / Founded in the XIII century, Mghimevi Monastery is one of the most unique monuments in Georgia. The monastery complex consists of many buildings. The main temple is named after the Savior. It is a two-aisled basilica, the naves of which are separated from each other by arches supported by massive columns. The facade of the building is decorated with very luxurious carvings. Another attraction of the monastery is the small hall church. Its ceiling and west wall are natural rock. On the east wall of the church there is a bas-relief of a ram, and on the outside of the south wall there is a fresco painting. The other architectural buildings of the monastery are the bell tower and the cells for nuns.
You can add a comment or review this trail
Comments