Kutaisi-Khoni - ქუთაისი-ხონი
near Kutaisi, Imereti (Georgia)
Viewed 1726 times, downloaded 9 times
Trail photos
Itinerary description
მარშრუტი მოიცავს ხონის მუნიციპალიტეტის ძირითად ტურისტულ ატრაქციებს: ხონის ისტორიული მუზეუმი, წმ. გიორგის ტაძარი ხონში, გორდის პარკი და ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, ლომინას ტბა და ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა).
მარშრუტი იწყება ქუთაისის ცენტრიდან. მისი გავლა შესაძლებელია მსუბუქი მანქანით. ლომინას ტბამდე მისასვლელად დაგჭირდებათ დაახლოებით 1 კმ. ფეხით გავლა. მარშრუტის მოვლა შესაძლებელია ერთ დღეში.
გაითვალისწინეთ: მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათობით.
/
The route includes the main tourist attractions of Khoni Municipality: Khoni Historical Museum, St. George's Church in Khoni, Gordi Park and Okatse Canyon, Kinchkha Waterfall, Lomina Lake and Waterfall (Kinchkha village).
The route starts from the center of Kutaisi. It can be covered by sedan. You will need about 1 km to reach Lomina Lake by walk. All places along the route can be visited in one day.
Note: The museum is not open on Mondays.
Waypoints
კოლხური ფანტანი - Colchis Fountain
For English scroll down ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა - შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება, ასევე შადრევნის მთავარი ფიგურა ქალის სასაფეთქლეები _ ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. სასაფეთქლეების ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია. / In the middle of the city, on its main square stands an interesting fountain. It is decorated with enlarged models of archaeological artefacts found on the whole territory of Georgia. For example, the famous bronze sculpture “Tamada”, which dates back to the 7th century BC. In the Georgian language, “Tamada” means a leader of the “supra” feast table who proposes toasts. The main figure of the fountain represents a woman’s temple jewellery _ magnificent model of antic time goldsmithery.
ხონის ისტორიული მუზეუმი - Khoni History Museum
For English scroll down მუზეუმის დაფუძნების თარიღია 1950 წელი. მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური და XIX-ს. და XX ს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა: საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღები, XVIII-XIX სს. ხელნაწერები ძველბეჭდური წიგნები და ნუმიზმატიკური მასალა. / The museum was founded in 1950. Brief description of the museum collections: The museum houses archeological artefacts and ethnographic materials of XIX-XX c. Also household items, weapons, manuscripts, old printed books of XVIII-XIX c. and numismatic materials.
წმ. გიორგის ტაძარი - St. George Cathedral
For English scroll down ხონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი - მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ფრანგი ორიენტალისტი მარი ბროსეს მიერ კედლებზე აღმოჩენილი უძველესი ლაპიდარული და ქტიტორული წარწერების გათვალისწინებით, ტაძარი - მე-8 საუკუნით თარიღდება. / Khoni St. George Cathedral is located in the city center. According to the ancient lapidary inscriptions found on the walls by the French orientalist Marie Brosset, the cathedral dates back to the 8th century.
ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრი - Visitors Center of Okatse Canyon
აქ შეიძენთ კანოინში შესასვლელ ბილეთებს/Here one can buy the entrance tickets to the canyon.
დადიანების კარის ეკლესია - Church of the family of the Dadiani
For English scroll down სოფელ გორდში მდებარეობდა სამეგრელოს მთავრების სასახლე, რომელიც დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. აქვე იყო მათი კარის ეკლესიაც. / The palace of the princes of Samegrelo was located in the village of Gordi. Nowadays only the ruins of the palace are remained. Nearby the palace there was also a church of the family of the Dadiani.
გორდის პარკი - Gordi Park
For English scroll down სოფელი გორდი ხონის ცენტრიდან 20 კმ-ზე და ზღვის დონიდან 650 მეტრზე მდებარეობს. დადიანთა ტყე-პარკს, რომელიც მოეწყო იტალიელი აგრონომ-დეკორატორის გაეტანო ზამბერლენტის მიერ, 15 ჰექტარი უჭირავს. / The village of Gordi is located 20 km from the center of Khoni and 650 meters above the sea level. The Dadiani Park (Gordi park), was created by the Italian agronomist-decorator Gaetano Zamberlenti and it occupies 15 hectares.
ოკაცეს კანიონი - Okatse Canyon
For English scroll down ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი, მდებარეობს სოფელ გორდის მიდამოებში. ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიული ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება. / A very interesting 2-3 hour walking route of Okatse Canyon passes the Dadiani Historic Park and the 780 m long trail ending with a panoramic view.
გადასახედი - Viewpoint
ოკაცეს კანიონის პანორამული გადასახედი/A panoramic viewpoint of Okatse canyon
კინჩხას ჩანჩქერი - Kinchkha Waterfall
For English scroll down კინჩხა-ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ბუნების ძეგლი ქალაქ ხონის ცენტრიდან მდებარეობს 28 კილომეტრში. / This is a three-step cascade of waterfall that flows from the eastern cliff of the Askhi limestone massif. The height of the first waterfall is 25 m. while the height of the second waterfall reaches 70 m. Then the water connects to the river Satsiskvilo after which the 35 m. high waterfall is formed.
ლომინას ტბამდე გზა ფეხით განაგრძეთ - Walk to the Lomina Lake
აქედან შეგიძლიათ ლომინას ტბამდე ფეხით წახვიდეთ (დაახლ. 1 კმ)/From this point you can walk about 1 km. to reach Lomina lake
ლომინას ტბა და ჩანჩქერი - Lomina Laka and Waterfall
ლომინას ტბა და ჩანჩქერი - Lomina Laka and Waterfall
You can add a comment or review this trail
Comments