Activity

Kutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი

Download

Trail photos

Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი

Author

Trail stats

Distance
70.79 mi
Elevation gain
4,209 ft
Technical difficulty
Moderate
Elevation loss
4,646 ft
Max elevation
1,403 ft
TrailRank 
50
Min elevation
88 ft
Trail type
One Way
Coordinates
1900
Uploaded
September 12, 2020
Be the first to clap
Share

near Kutaisi, Imereti (Georgia)

Viewed 1909 times, downloaded 5 times

Trail photos

Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი Photo ofKutaisi-Vani - ქუთაისი-ვანი

Itinerary description

For English scroll down

მარშრუტი მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ძირითად ტურისტულ ატრაქციებს: ჩანჩქერი შაშხები, დიხაშხოს გეიზერი, ვანის მუზეუმი, ვანის სინაგოგა, კურორტი სულორი, ჩანჩქერი ღურღუშა, კორნელი კეკელიძის სახლმუზეუმი, კალისტრატე ცინცაძის სახლმუზეუმი, გალაქტიონ ტაბიძის სახლმუზეუმი და ტიციან ტაბიძის სახლმუზეუმი.
მარშრუტი იწყება ქუთაისის ცენტრიდან. მისი გავლა შესაძლებელია მსუბუქი მანქანითაც, თუმცა ღურღუშას ჩანჩქერის მოსანახულებლად დაგჭირდებათ, მაღალი გამავლობის (4X4) ტრანსპორტი. მარშრუტზე არსებული ყველა ადგილის მოვლა შესაძლებელია ორ დღეში.
გაითვალისწინეთ: მუზეუმები არ მუშაობს ორშაბათობით.
/
The route includes the main tourist attractions of Vani Municipality: Shashkebi waterfall, Dikhashkho Geyser, Vani Museum, Vani Synagogue, Sulori Resort, Ghurghusha Waterfall Museum of Korneli Kekelidze, Museum of Kalistrate Tsintsadze, Museums of Galaktion and Titsian Tabidze Tlakmadze.
The route starts from the center of Kutaisi. It can be covered by sedan, but you will need high-speed (4X4) transport to visit Ghurghusha Waterfall. All locations along the route can be visited in two days.
Please note that the museums do not work on Mondays.

Waypoints

PictographPhoto Altitude 497 ft
Photo ofკოლხური ფანტანი - Colchis Fountain

კოლხური ფანტანი - Colchis Fountain

For English scroll down ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანი შეიცავს საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ანტიკური კოლხეთის) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობათა გადიდებულ მოდელებს. მათ შორისაა თამადის განდაკება, რომელიც ძვ. წელთ აღრიცხვის მე-7 საუკუნით თარიღდება. ფანტანის მთავარი ფიგურა ქალის საყურეები, რომლებიც ანტიკური ქართული ოქრომჭედლობის შედევრს წარმოადგენს. / In the middle of the city, on its main square stands an interesting fountain. It is decorated with enlarged models of archaeological artefacts found on the whole territory of Georgia. For example, the famous bronze sculpture “Tamada”, which dates back to the 7th century BC. In the Georgian language, “Tamada” means a leader of the “supra” feast table who proposes toasts. The main figure of the fountain represents a woman’s temple jewellery _ magnificent model of antic time goldsmithery.

PictographDoor Altitude 882 ft
Photo ofჩანჩქერთან ჩასასვლელი გზა - The way to the waterfall

ჩანჩქერთან ჩასასვლელი გზა - The way to the waterfall

აქ შეგიძლიათ დატოვოთ მანქანა და გზა ფეხით განაგრძეთ. შეაღეთ და განაგრძეთ გზა. არ დაგავიწყდეთ კარის დაკეტვა / Here one can leave the car and continue the way on foot. You can open it and continue the way. Do not forget to close the door.

PictographRiver Altitude 930 ft
Photo ofმდინარის ხეობა - River Gorge Photo ofმდინარის ხეობა - River Gorge

მდინარის ხეობა - River Gorge

მდინარის ხეობა / River Gorge

PictographWaterfall Altitude 961 ft
Photo ofპატარა ჩანჩქერი - Small Waterfall

პატარა ჩანჩქერი - Small Waterfall

პატარა ჩანჩქერი / Small Waterfall

PictographRiver Altitude 971 ft
Photo ofმდინარის ხეობა - River Gorge

მდინარის ხეობა - River Gorge

მდინარის ხეობა / River Gorge

PictographWaterfall Altitude 973 ft
Photo ofჩანჩქერი შაშხები - Shashkhebi Waterfall Photo ofჩანჩქერი შაშხები - Shashkhebi Waterfall

ჩანჩქერი შაშხები - Shashkhebi Waterfall

For English scroll down ჩანჩქერი „შაშხები“ მდებარეობს სოფელ ზედა გორაში— (სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, გორის თემი), მდინარე ფერეთას (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 160 მეტრი, ვანიდან 20 კილომეტრი. ეს ულამაზსი ჩანჩქერი მთის ტიპისაა და ჩაფლულია მწვანე ბუნებრივად გრილ ხეობაში, ჩანჩქერი თხუთმეტი საფეხურისგან შედგება, ყოველი მომდევნო საფეხური უფრო რთულია ასასვლელად სწორედ ამ მიზეზით, ბოლომდე ასვლა რეკომენდირებულია გამოცდილი მოლაშქრეებისთვის და იმ გაბედული ტურისტისთვის ვისაც ექსტრემალური ტურიზმი იზიდავს. სწორეს ამ თვისებების გამო ეს ჩანჩქერი ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პერიოდში. მოლაშქრე ტურისტების გარდა „შაშხებში“ ხშირად შეხვდებით მოპიკნიკეებს და თევზაობის მოყვარულებს, რადგან მდინარეზე დაშვებულია ანკესით თევზაობა, აქ ბინადრობს წვერა, ღორჯო, მდინარის კიბო და სხვა. / Waterfall Shashkhebi is located in the village of Zeda Gora - (a village in Vani Municipality, Gori community), in the valley of the river Fereta (left tributary of Rioni); 160 m above sea level, 20 km from Vani. This beautiful is hidden in a cool green valley. The waterfall consists of fifteen steps, each of which is more difficult to climb than the previous one. It is for this reason that climbing to the top is recommended for the experienced hikers and for those who are fond of extreme tourism. This is also a good plaxe for fishing lovers, as fishing in the river with a fishing rod is permitted; it is home to common barbels, crayfish, etc..

PictographThermal waters Altitude 171 ft
Photo ofდიხაშხოს გეიზერი - Dikhashkho Geyser Photo ofდიხაშხოს გეიზერი - Dikhashkho Geyser Photo ofდიხაშხოს გეიზერი - Dikhashkho Geyser

დიხაშხოს გეიზერი - Dikhashkho Geyser

For English scroll down დიხაშხო - სოფელი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 180 მეტრი. ვანის ცენტრიდან 6 კილომეტრი. დიხაშხოს ჭალა მიდამოებში ამოიედინება დიაშხოს გოგირდის გეიზერი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებში. ოთხივე სეზონის განმავლობაში მას უწყვეტად სტუმრობს ასობით ტურისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. დიხაშხოს გოგირდის გეიზერის სამკურნალო თერმული (თბილი) წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, უსაფრთხოა და უნიკალურია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის, ჭარბი წონის კორექციისთვის, სოკოვანი და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ. / Dikhashkho Sulfur geyser is located in Vani Municipality in the village of Dikhashkho, on the bank of the river Sulori (left tributary of the river Rioni) on the southern foothills of Imereti. It is located at the altitude of 180 meters above the sea level and 6 km away from Vani. Dikhashkho sulfur geyser, is distinguished by its special appearance and healing and therapeutic properties. The healing thermal water at the geyser reaches up 38 degrees in the winter-summer period. It is also used for the treatment of the musculoskeletal system, peripheral nervous system, the fungal or many others diseases.

PictographMuseum Altitude 287 ft
Photo ofვანის მუზეუმი - Vani Arceological Museum Photo ofვანის მუზეუმი - Vani Arceological Museum Photo ofვანის მუზეუმი - Vani Arceological Museum

ვანის მუზეუმი - Vani Arceological Museum

For English scroll down ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური ექსპონანტები. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში შეიქმნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ასევე არსებობს მეცნიერთა და მკვლევართა დასკვნა იმის შესახებ, რომ თვით ქალაქი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქალაქის ნანგრევებზეა გაშენებული, რაზეც მოწმობს უნიკალური აღმოჩენები და არტეფაქტები - ძვ.წ I საუკუნის შუახანით დათარიღებული განძი : ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ნივთები, რომელიც დიდი ოსტატობითაა დამზადებული. აქვე შეხვდებით ბრინჯაოს და რკინის იარაღებს, საეკლესიო და სარიტუალო ჭურჭელს, ქვევრებსა და სხვადასხვა მითოლოგიური არსებების მინიატურებს. ექსპონანტებში მრავლადაა ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, რომლებიც თავისი სინატიფითა და მშვენიერებით აოცებენ დამთვალიერებელს. 2007 წლიდან ვანის ანტიკური ნაქალაქარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა - 10:00-17:00 / Vani Archaeological Museum-Reserve was founded on September 25, 1985, by the initiative of the head of the archaeological expedition, academician Otar Lortkipanidze. The museum preserves unique exhibits from the archaeological excavations carried out since 1985. There are conclusions of scientists and scholars that the city itself was built on the ruins of the city of an ancient civilization. The unique discoveries and artifacts testify it. Some of the treasures dating back to the 1st century B.C. including bronze, silver and gold items are made with great craftsmanship. Here you will find bronze and iron weapons, ecclesiastical and ritual vessels, pitchers and miniatures of various mythological creatures. Among the exhibited items, there is a lot of gold and silver jewelry, which impress visitors with their refinement and beauty. Since 2007, the ruins of Vani antique city is included in the UNESCO World Heritage Tentative List. Museum is open every day except Monday - 10:00-17:00

PictographReligious site Altitude 192 ft
Photo ofსინაგოგა - Vani Synagogue Photo ofსინაგოგა - Vani Synagogue Photo ofსინაგოგა - Vani Synagogue

სინაგოგა - Vani Synagogue

For English scroll down ვანში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომლებიც შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში თუმცა კავშირებს დღემდე ინარჩუნებენ საქართველოსთან. ვანშია მათი წინაპრების საფლავები და უნიკალური სინაგოგა რომელიც ერთერთი გამორჩეულია ჩვენს რეგიონში და ვანის მუნიციპალიტეტის მერია უვლის. ვანის სინაგოგა რომელის მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა. / Many Jews lived in Vani, who then returned to their homeland. In Vani there are graves of their ancestors and a unique synagogue, one of the most prominent buildings in the municipality. The synagogue was built in the early 19th century.

PictographThermal waters Altitude 632 ft
Photo ofკურორტი სულორი - Resort Sulori Photo ofკურორტი სულორი - Resort Sulori Photo ofკურორტი სულორი - Resort Sulori

კურორტი სულორი - Resort Sulori

For English scroll down ბალნეოლოგიური კურორტი სულორი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 11 კილომეტრში, მდინარე სულორის ნაპირთან. ამ პატარა, 15 კილომეტრის სიგრძის მდინარეს მხოლოდ 2 შენაკადი აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც (სულ ორი). კურორტსაც მისი სახელი ჰქვია. თქმულების მიხედვით თავდაპირველად თბილ აბანოს დავრდომილი ახალგაზრდა სრულებით განუკურნებია. სასწაულებრივი განკურნების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ სოფელს. კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების დაავადებების სამკურნალოდ. კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობითა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანით. / The balneological resort of Sulori is located in Vani municipality, 11 kilometers from the center, on the bank of the river Sulori. Sulori healing warm water comes from the Sulori cliff. The thermal water temperature reaches up 38 degrees in the winter-summer period. It is also used for treating the musculoskeletal system, peripheral nervous system and other diseases.

PictographWaterfall Altitude 971 ft
Photo ofჩანჩქერი ღურღუშა - Ghurghusha Waterfall Photo ofჩანჩქერი ღურღუშა - Ghurghusha Waterfall Photo ofჩანჩქერი ღურღუშა - Ghurghusha Waterfall

ჩანჩქერი ღურღუშა - Ghurghusha Waterfall

For English scroll down ჩანჩქერი „ღურღუშა“ მდებრეობს ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 420 მეტრი. ვანიდან 15 კილომეტრი). ჩანჩქერამდე ფეხით მოგიწევთ მისვლა (დაახლოებით 500 მეტრი). / Waterfall "Ghurgusha" is located in the municipality of Vani (on the southern foothills of Imereti, on the left side of the river Dzulukhuri (right tributary of the river Sulori); 420 m above sea level, 15 km from Vani). One have to walk to reach the waterfall (approx. 500 metres).

PictographMuseum Altitude 696 ft
Photo ofკორნელი კეკელიძის სახლმუზეუმი - Korneli Kekelidze Museum Photo ofკორნელი კეკელიძის სახლმუზეუმი - Korneli Kekelidze Museum Photo ofკორნელი კეკელიძის სახლმუზეუმი - Korneli Kekelidze Museum

კორნელი კეკელიძის სახლმუზეუმი - Korneli Kekelidze Museum

For English scroll down ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე დაიბადა 1879 წელს ვანის რაიონ სოფელ ტობანირში. 1916 წელს კორნელ კეკელიძე დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ის ხელმძღვანელობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას .ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართულ ენათმეცნიერებასა და ქვეყნის წინაშე. კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ მისი პირადი ნივთები, ფოტოები და სხვა საინტერესო ექსპონატები. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა - 10:00-17:00 / Korneli Kekelidze - Georgian philologist, literary critic, theologian, co-founder and academician of the Georgian Academy of Sciences, an honored scientist of the Georgian science was born in 1879 in the village of Tobanieri, Vani district. In 1916, Korneli Kekelidze was appointed as the Rector of Tbilisi Theological Seminary. He was also one of the founders of Tbilisi State University. Kekelidze chaired the department of the History of Old Georgian literature from 1918 until his death. His contribution to Georgian linguistics and the country is invaluable. At the Korneli Kekelidze's museum, you can see his personal belongings, photos, and other interesting exhibits. Museum is open every day except Monday - 10:00-17:00

PictographDoor Altitude 190 ft
Photo ofკ. ცინცაძის მუზეუმის შესასვლელი - Entrance to the Kalistrate Tsintsadze Museum

კ. ცინცაძის მუზეუმის შესასვლელი - Entrance to the Kalistrate Tsintsadze Museum

კ. ცინცაძის მუზეუმის შესასვლელი / Entrance to K. Tsintsadze Museum

PictographMuseum Altitude 197 ft
Photo ofკალისტრატე ცინცაძის მუზეუმი - Kalistrate Tsintsadze Museum Photo ofკალისტრატე ცინცაძის მუზეუმი - Kalistrate Tsintsadze Museum Photo ofკალისტრატე ცინცაძის მუზეუმი - Kalistrate Tsintsadze Museum

კალისტრატე ცინცაძის მუზეუმი - Kalistrate Tsintsadze Museum

For English scroll down კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და საღმრთო გზას სწორედ მაშინ დაადგა როდესაც ქვეყნის ბედი გაურკვეველი იყო. მაშინდელი პატრიარქი ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილებით 1925 წლის 11 ნოემბერს ნინო წმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 1932 წლის 21 (24) ივნისს კალისტრატე ცინცაძე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა -სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად. ის ღირსეულად ხელმძღვანელობდა ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროს 1932-1952 წლებში, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ავტოკეფელიის მოპოვებაში, შენარჩუნებასა და დღემდე მოტანაში .ის ასევე დიდი ენათმეცნიერი გახლდათ, მისი ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფელს ტობანიერში - მის მშობლიურ მიწა-წყალზე, სადაც მრავალი ექსპონანტია დაცული კათალიკოსის პირადი თუ საეკლესიო ცხოვრებიდან. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა - 10:00-17:00 / Kalistrate (Bichiko) Tsintsadze was born in the family of a clergyman on April 12, 1866, in the village Tobanieri. He graduated from Kutaisi Theological Seminary. By the decision of the Holy Synod on the 21st (24th) of June 1932, Kalistrate Tsintsadze was consecrated as the Catholicos-Patriarch of all Georgia at the Svetitskhoveli Patriarchal Cathedral. He was a dignified leader of the Georgian Orthodox church from 1932 to 1952; he made a big contribution in regaining and preserving the autocephaly of the Georgian Church. He was also a great linguist. His manuscripts are stored at the Georgian National Center of Manuscripts. Kalistrate Tsintsadze's house museum is located in the village of Tobanieri, his motherland, where many items from his personal or ecclesiastical life are stored. Museum is open every day except Monday - 10:00-17:00

PictographMuseum Altitude 105 ft
Photo ofგალაქტიონ ტაბიძის მუზეუმი - Galaktion Tabidze Museum Photo ofგალაქტიონ ტაბიძის მუზეუმი - Galaktion Tabidze Museum Photo ofგალაქტიონ ტაბიძის მუზეუმი - Galaktion Tabidze Museum

გალაქტიონ ტაბიძის მუზეუმი - Galaktion Tabidze Museum

For English scroll down გალაკტიონ ტაბიძის "პოეტთა მეფის" მუზეუმი. მუზეუმში ნახავთ სახლს სადაც პოეტი დაიბადა და გაიზარდა, მის საწერ მაგიდას და პირად ნივთებს. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა - 10:00-17:00 / “The King of Poets” – this is the name referred to Galaktion Tabidze, whose poetry leaves no one indifferent. His works have been standing for several decades as insurmountable peaks in contemporary Georgian poetry. The poems of Galaktion Tabidze are translated into many languages of the world: Russian, English, Italian, French etc. Museum is open every day except Monday - 10:00-17:00

PictographMuseum Altitude 103 ft
Photo ofტიციან ტაბიძის მუზეუმი - Titsian Tabidze Museum Photo ofტიციან ტაბიძის მუზეუმი - Titsian Tabidze Museum Photo ofტიციან ტაბიძის მუზეუმი - Titsian Tabidze Museum

ტიციან ტაბიძის მუზეუმი - Titsian Tabidze Museum

For English scroll down ტიციან ტაბიძე -ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, ,,ცისფერყანწელთა’’ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ .უნიჭიერსი ადამიანი და დიდი პატრიოტი, რომელიც საბჭოურმა წლებმა იმსხვერპლა, თუმცა ჩვენამდე მოაღწია მისმა ათობით ლექსმა და ჩანაწერმა. მუზეუმში სრულადაა წარმოდგენილი უძველესი სახლი, პოეტის პირადი ნივთები და ფოტოები. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა - 10:00-17:00 / Titsian Tabidze - Georgian symbolist Poet and writer, one of the founders of the "Tsisperqantstelebi" (the Blue Horns) movement was a very talented person and a great patriot, who was murdered by the Soviet regime, however, dozens of his poems and writings survived. In the museum one can see the poets personal items. Museum is open every day except Monday - 10:00-17:00

Comments

    You can or this trail